კითხვა, რომელიც ადრე იშვიათად ისმოდა, “რისგან არის დამზადებული ეს სათამაშო?” - ახლა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია სათამაშოს არჩევის დროს.
ეს ცვლილება შემთხვევითი არ არის. ის პირდაპირ უკავშირდება როგორც ბაზრის გადატვირთვას მასობრივი, პლასტმასის პროდუქციით, ისე ბავშვების განვითარებასთან დაკავშირებულ ახალ მიდგომებს.
რა არის ეკო-სათამაშო?
ეკო-სათამაშო - ეს არის სათამაშო, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი, განახლებადი ან გადამუშავებული მასალებისგან, წარმოების პროცესი კი მინიმალურ ზიანს აყენებს გარემოს. ყველაზე გავრცელებული მასალებია:
-
ხე (სოჭი, ბუკი, ძელქვა) - ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე სანდო მასალა სათამაშოებისთვის
-
ბამბუკი - სწრაფად განახლებადი, მყარი და მსუბუქი
-
ორგანული ბამბა - რბილი სათამაშოებისა და თოჯინებისთვის, პესტიციდების გარეშე
-
გადამუშავებული პლასტმასა - ეკო-სათამაშოები, რომელიც ნარჩენებს ახალ სიცოცხლეს აძლევს
რატომ ირჩევენ მშობლები ეკო-სათამაშოებს?
1. ბავშვის ჯანმრთელობა
ეს ალბათ ყველაზე ძლიერი მიზეზია. ჩვეულებრივი პლასტმასის სათამაშოებში ხშირად გვხვდება BPA, ფტალატები და ტყვია. ეს ის ნივთიერებებია, რომლებიც განსაკუთრებით საზიანოა პატარა ბავშვებისთვის, როდესაც სათამაშოებს პირში იდებენ ან ლოკავენ.
ეკო-სათამაშოები დამზადებულია არარეაქტიული, ბუნებრივი მასალებისგან, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა იმ შემთხვევაშიც კი თუ ბავშვმა პირში ჩაიდო.
2. გარემოზე ზრუნვა
ყოველ წელს მილიონობით სათამაშო ნაგავსაყრელებში ხვდება. ეკო-სათამაშოები ბიოდეგრადირებადია ან გადამუშავებადი, რაც თავისთავად ამცირებს გარემოს ზიანს.
3. გამძლეობა და ხარისხი
კარგი ხის სათამაშო, სათანადო მოვლით, ათწლეულებს ძლებს და ხშირად ერთი ოჯახიდან მეორეზეც კი გადადის. ეს ეკონომიკურადაც გამართლებულია: ნაკლები სათამაშო, მეტი სიამოვნება.
4. ყველა ბავშვი ადრე ან გვიან ეკოლოგიაზე სწავლობს
ეკო-სათამაშოები ღირებულებებს ადრეულ ასაკში ნერგავს, ბავშვი იზრდება გარემოს სიყვარულით და ბუნებრივი მასალებისადმი პატივისცემით.
უსაფრთხოა ეკო-სათამაშოები ბავშვისთვის?
მოკლე პასუხი: დიახ, მაგრამ სერტიფიკატს ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ.
ხარისხიანი ეკო-სათამაშოებს, როგორც წესი, გააჩნიათ შემდეგი სერტიფიკატები:
-
CE - ევროპის სტანდარტების შესაბამისობა
-
EN 71- სათამაშოების უსაფრთხოების ევროპული სტანდარტი
-
GOTS - ორგანული ტექსტილის გლობალური სტანდარტი (ბამბისთვის)

ეს ნიშნავს, რომ სათამაშო გამოცდილია, შემოწმებულია და უსაფრთხოდ მიჩნეულია კონკრეტული ასაკის ბავშვებისთვის.
ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა სათამაშო სწორედ EN 71-1 სტანდარტის მიხედვით არის სერტიფიცირებული. ისინი უსაფრთხოა ბავშვებისთვის და აკმაყოფილებს ევროპულ უსაფრთხოების ნორმებს.
რა უნდა გაითვალისწინოთ შეძენისას?
-
ასაკობრივი ნიშნული - ყველა სათამაშო განსაზღვრული ასაკისთვისაა. პატარა ნაწილები 3 წლამდე ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
-
საღებავი და ლაქი - ხის სათამაშოებზე გამოყენებული საღებავი უნდა იყოს წყლით განზავებული, ტოქსინების გარეშე.
-
ზომა და სიმტკიცე - კარგი ეკო-სათამაშო ადვილად არ ტყდება
-
წყარო და ბრენდი - იყიდეთ მხოლოდ სანდო მაღაზიებში
დასკვნა
ეკო-სათამაშოების პოპულარობა იზრდება, რადგან ისინი ერთდროულად სამ კითხვაზე პასუხობენ: უსაფრთხოა ბავშვისთვის? კარგია გარემოსთვის? ღირს ფულის გადახდა? და სამივეზე პასუხი "დიახ" არის.
თუ შენც გინდა შენი პატარისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების შეძენა, შეგიძლია ასაკის მიხედვით აარჩიო ჩვენს გვერდზე, ჩვენ კი მას უმოკლეს დროში სახლში მოგიტანთ.