5 სათამაშო, რომელიც ბავშვის გონებრივ განვითარებას რეალურად ეხმარება

5 სათამაშო, რომელიც ბავშვის გონებრივ განვითარებას რეალურად ეხმარება

ბავშვებისთვის სათამაშოს არჩევისას ხშირად ყურადღებას ვაქცევთ მხოლოდ იმას, რომ ბავშვი გაერთოს და ცოტა ხნით გაჩერდეს. ფერადი, ხმაურიანი და ნათელი სათამაშოები შეიძლება ძალიან მიმზიდველი იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი გასართობია და ასეთი ტიპის სათამაშოები გონების განვითარებაში მნიშვნელოვნად არ მონაწილეობენ.

სინამდვილეში, ბავშვის ადრეულ ასაკში თამაშს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი როლი აქვს, ვიდრე ცოტახნით გართობა. სწორად შერჩეული სათამაშოები ავითარებს:

  • ლოგიკურ აზროვნებას

  • კონცენტრაციას

  • კოორდინაციას

  • კრეატიულობას

  • პრობლემის გადაჭრის უნარს

ამიტომ Montessori-ს და ბავშვთა განვითარების სპეციალისტები ხშირად ამბობენ:
ბავშვი უბრალოდ არ თამაშობს - ის თამაშით სწავლობს.

დღეს გაგიზიარებთ ჩვენს ფავორიტ 5 სათამაშოს, რომელიც გართობასთან ერთად ბავშვის გონებრივ განვითარებასაც ეხმარება.

 

მუსიკალური ინსტრუმენტები - სენსორული და კოგნიტიური განვითარება

საბავშვო მუსიკალური ცენტრი — „პატარა ხელებით შექმნილი დიდი ხმა“

მუსიკასთან ურთიერთობა ბავშვის ტვინზე ძლიერ გავლენას ახდენს. მუსიკალური სათამაშოები ეხმარება ბავშვს:

  • რიტმის აღქმაში

  • სმენითი უნარების განვითარებაში

  • ემოციური ინტელექტის ფორმირებაში

მუსიკა ბავშვისთვის უბრალოდ ხმა არ არის - ის კომუნიკაციის ერთ-ერთი პირველი ფორმაა.

მატარებლის კონსტრუქციული ნაკრები - თამაში, რომელიც ბავშვს აზროვნებას ასწავლის


მატარებლის კონსტრუქციული ნაკრები - თამაში, რომელიც ბავშვს აზროვნებას ასწავლის

მატარებლის ნაკრები — Montessori სცენური სათამაშო

ბავშვებისთვის მატარებლები ყოველთვის ძალიან მიმზიდველი სათამაშოა.

მაგრამ როდესაც თამაში კონსტრუქციას და სცენურ თამაშს აერთიანებს, ის უბრალოდ გართობა აღარ არის და ხდება განვითარების ინსტრუმენტი.

ბავშვი თავად აწყობს რკინიგზას, გადაადგილებს მატარებელს, ამწეს და სამშენებლო მანქანებს და ქმნის საკუთარ პატარა სამყაროს. ასეთი თამაში ავითარებს:

  • სივრცით აზროვნებას

  • ლოგიკურ კავშირს (რა როგორ მუშაობს)

  • პრობლემის გადაჭრის უნარს

  • კრეატიულობას და წარმოსახვას

ამ პროცესში სწავლობს დაგეგმვას, აშენებას და ექსპერიმენტს - რაც Montessori მეთოდის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.


პანდას კოშკი - თამაში, რომელიც ბავშვს ლოგიკას და მოთმინებას ასწავლის

პანდას კოშკი – ხის საგანმანათლებლო სათამაშო

ერთი შეხედვით პანდას კოშკი ძალიან მარტივი სათამაშოა - რამდენიმე ფერადი რგოლი და პატარა პანდა კოშკის თავზე. მაგრამ სინამდვილეში ასეთი ტიპის თამაშები ბავშვების განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

ბავშვი ცდილობს რგოლები სწორად დაალაგოს, ააწყოს კოშკი და შეინარჩუნოს წონასწორობა. ამ პროცესში ის სწავლობს:

  • თვალისა და ხელის კოორდინაციას

  • ფერების ამოცნობას

  • კონცენტრაციას

  • ლოგიკურ აზროვნებას

ასეთი აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 12 თვიდან ზემოთ ასაკში, როდესაც ბავშვი იწყებს დამოუკიდებლად ექსპერიმენტს და სამყაროს შეცნობას.
ეს არის პატარა სავარჯიშო, რომელიც ბავშვს ფოკუსს, მოთმინებას და აზროვნებას უვითარებს.


ცოცვის თაღი - თამაში, რომელიც ბავშვის სხეულსაც და გონებასაც ავითარებს

ცოცვის თაღი — Rainbow Movement Arch

ბავშვებისთვის მოძრაობა მხოლოდ ენერგიის დახარჯვა არ არის. მოძრაობა პირდაპირ უკავშირდება ტვინის განვითარებას, კოორდინაციას და თავდაჯერებულობას.

ცოცვის თაღი სწორედ იმ ტიპის Montessori სათამაშოა, რომელიც ბავშვს საშუალებას აძლევს მოძრაობით ისწავლოს. მისი ფორმა და დიზაინი ბავშვებს აძლევს საშუალებას თავად შექმნას თამაშის სცენარი და ამავდროულად დააბალანსოს პოზიცია. ამ პროცესში ბავშვი ავითარებს:

  • ბალანსს

  • სხეულის კონტროლს

  • კოორდინაციას

  • სივრცით აზროვნებას

ასეთი აქტიური თამაშები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2 წლის შემდეგ, როდესაც ბავშვი იწყებს საკუთარი სხეულის შესაძლებლობების აღმოჩენას. 

კვლევებიც აჩვენებს, რომ ასაძრომი სათამაშოები ბავშვებში ავითარებს დიდ მოტორულ უნარებს, კუნთების ძალას, სივრცით აღქმას და თავდაჯერებულობას, რადგან ბავშვი სწავლობს როგორ მართოს საკუთარი სხეული გარემოში. 


სამუშაო მაგიდა - თამაში, რომელიც ბავშვის აზროვნებას და პრაქტიკულ უნარებს ავითარებს

სამუშაო მაგიდა – ხის როლური სათამაშო კომპლექტი

ბავშვები ხშირად ცდილობენ გაიმეორონ ის, რასაც უფროსები აკეთებენ.
როდესაც ისინი ხედავენ მშობელს, რომელიც რაღაცას ამზადებს, აშენებს ან არემონტებს, მათაც უნდებათ იგივე სცადონ.

სწორედ ამიტომ role-play სათამაშოები ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროცესში ბავშვი უბრალოდ არ თამაშობს - ის სწავლობს. ასეთი ტიპის თამაში ავითარებს:

  • ხელის წვრილ მოტორიკას

  • ლოგიკურ აზროვნებას

  • პრობლემის გადაჭრის უნარს

  • სივრცით აღქმას

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმიტაციური თამაში. როდესაც ბავშვი “აკეთებს” ისეთ საქმეს, რასაც უფროსები აკეთებენ, ის ავითარებს წარმოსახვას, კომუნიკაციას და დამოუკიდებლობას. 

 

თამაში მხოლოდ გართობა არ არის

ბავშვისთვის თამაში ნიშნავს სამყაროს შეცნობას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოები იყოს არა მხოლოდ ფერადი და ხმაურიანი, არამედ ისეთი, რომლებიც ხელს უწყობს აზროვნებას, ფანტაზიას და დამოუკიდებელ სწავლას.

სწორად შერჩეული სათამაშო კი შეიძლება გახდეს ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი.

შეგახსენებთ, ჩვენს ვებ-გვერდზე უამრავი ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული სათამაშოს შეძენა შეგიძლიათ, რომელსაც უმოკლეს დროში სახლში მოგაწვდით.