რატომ არის Montessori სათამაშოები საუკეთესო თქვენი ბავშვების განვითარებისათვის?

რატომ არის Montessori სათამაშოები საუკეთესო თქვენი ბავშვების განვითარებისათვის?

Montessori-ს მეთოდი ანუ რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

XIX საუკუნის ბოლოს იტალიელმა ექიმმა, მარია მონტესორიმ, შექმნა რევოლუციური საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც დღემდე ცვლის მილიონობით ბავშვის ცხოვრებას. მისი იდეა მარტივი იყო: ბავშვი თავისთავად ცდილობს შეისწავლოს სამყარო, მშობლის როლი კი მხოლოდ სწორი გარემოს შექმნაა.

Montessori სათამაშოები ან როგორც მონტესორი თვითონ უწოდებდა, „საგანმანათლებლო მასალები" - ქმნიან სწორედ ამ გარემოს. ისინი ასწავლიან ბავშვს:

  • დამოუკიდებლად იფიქროს და მოიძიოს გამოსავალი

  • კონცენტრირებას ერთ საქმეზე (რაც დღევანდელ ციფრულ ეპოქაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე)

  • თვითდაჯერებას — "მე შემიძლია ეს!"

რატომ აბნევს ჩვეულებრივი სათამაშოები ბავშვებს?

გახსენით ზედმეტად ხმაურიანი სათამაშო მანქანა, რომელიც 10 სიმღერას უკრავს ერთდროულად ან თუნდაც პლასტმასის სამზარეულო, რომელიც "საუბრობს" და ანათებს ფერადი შუქებით. დაგვეთანხმებით ალბათ, რომ ძალიან ეფექტურად და თვალისმომჭრელად გამოიყურება.

თუმცა მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი სათამაშოები ბავშვის ნაცვლად თამაშობენ. ბავშვი ხდება მხოლოდ დამკვირვებელი და არა შემოქმედი. სწორედ აქ იწყება განსხვავება:

ჩვეულებრივი სათამაშოები

Montessori სათამაშოები

ხმაურით და შუქებით ართობს და მართავს ბავშვს

ავითარებს ყურადღების კონცენტრაციას

პლასტმასა, ბევრი დეტალი

ბუნებრივი მასალები: ხე, ქსოვილი, ლითონი

აქვს თამაშის მხოლოდ ერთი გზა

უსასრულო შესაძლებლობები

სწრაფად ზიანდება

თაობიდან თაობაში გადადის

გარე სტიმულები

შინაგანი მოტივაცია


რა მაგიურ სარგებელს იძლევა Montessori სათამაშოები ბავშვის ასაკის მიხედვით

  • 0–12 თვე – თვალ–ხელის კოორდინაცია, სენსორული გამოცდილება

  • 1–3 წელი – წვრილი მოტორიკა, კონცენტრაცია, მიზეზ–შედეგობრივი აზროვნება

  • 3–6 წელი – დამოუკიდებლობა, ლოგიკა, სოციალური უნარები და პასუხისმგებლობა.

როგორ შევარჩიოთ Montessori სათამაშოები?

თუ ბავშვისთვის სათამაშოს სწორად შერჩევა გინდათ, გაითვალისწინეთ:

  • ასაკის შესაბამისობა

  • ერთი სათამაშო – ერთი უნარის განვითარება

  • ეკო-მეგობრული და გამძლე მასალა

  • უსაფრთხოება

პრაქტიკული რჩევები

Montessori მიდგომა გვასწავლის, რომ სათამაშოების რაოდენობა ნაკლები, მაგრამ ხარისხიანი უნდა იყოს. შეგიძლიათ ბავშვისთვის შექმნათ პატარა სათამაშო კუთხე“ და სათამაშოებს პერიოდულად შეუცვალოთ განლაგება. ეს ხელს უწყობს ინტერესის შენარჩუნებას და უკეთეს კონცენტრაციას.

ახლა კი განვიხილოთ ჩვენი Montessori სათამაშოების კოლექციიდან რამდენიმე:

გოლფის ნაკრები - მოძრაობა და კონცენტრაცია

Montessori-ს მთავარი იდეაა, რომ ბავშვი სწავლობს მოქმედებით. გოლფის ნაკრები სწორედ ამის საუკეთესო მაგალითია. ყოველი დარტყმა პატარა მოთამაშეს ასწავლის ძალის კონტროლს, მოთმინებას და მიზანზე კონცენტრაციას. თამაშისას ბავშვი ერთდროულად ხარჯავს ენერგიას და ავითარებს კოორდინაციას, რაც 3 წლიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

გოლფის ნაკრები — Montessori საგანმანათლებლო სათამაშო

მატარებლის ნაკრები - კონსტრუქცია და ფანტაზია

რკინიგზის აგება და ქალაქის მოწყობა ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი სამყაროს არქიტექტორები გახდნენ. Montessori მიდგომის მატარებლის ნაკრები აერთიანებს სივრცით აზროვნებას, კონსტრუქციას და როლურ თამაშს. ბავშვი თავად წყვეტს, სად გაუშვას მატარებელი, როგორ ააგოს გზა და რომელი ელემენტი დაამატოს. ეს არა მხოლოდ წარმოსახვას ამდიდრებს, არამედ გუნდურ თამაშსაც ასწავლის.

მატარებლის ნაკრები — Montessori სცენური სათამაშო

თოჯინების სახლი - ემოციური ინტელექტი და სოციალური უნარები

როლური თამაში Montessori მეთოდში ბავშვის ემოციური ინტელექტის გასავითარებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თოჯინების სახლი პატარა სამყაროა, სადაც ბავშვი სწავლობს ყოველდღიური სიტუაციების გამეორებას, ურთიერთობასა და ზრუნვას. ავეჯითა და აქსესუარებით სავსე კომპლექტი აძლევს თავისუფლებას, შექმნას საკუთარი სცენარები და საკუთარი ტემპით განივითაროს სოციალური უნარები.

თოჯინების სახლი — Montessori სცენური სათამაშო

რატომ უნდა აირჩიოთ Montessori სათამაშოები

Montessori სათამაშოების მთავარი არსი იქიდან გამომდინარეობს, რომ რთი კარგად შერჩეული სათამაშო ბევრად მეტს შეასწავლის ბავშვს, ვიდრე ათი ხმაურიანი პლასტმასის ნივთი. ასევე, ბავშვს სულაც არ სჭირდება უამრავი სათამაშო ერთდროულად. საკმარისია რამდენიმე ძირითადი კომპლექტი, რომელსაც პერიოდულად შეცვლით.

ამასთანავე, უსაფრთხოებაც მნიშვნელოვანია. ხის მასალები ეკო-მეგობრულია და დამუშავებულია ისე, რომ ბავშვებისთვის სრულიად უვნებელი იყოს. გლუვი კიდეები და საფუძვლიანი დამუშავება უზრუნველყოფს თქვენი და თქვენი პატარების სიმშვიდეს.

დაათვალიერეთ Montessori სათამაშოების კოლექცია ჩვენს ვებ-გვერდზე.

 

საგანმანათლებლო სათამაშო ყუთი 13–18 თვის ბავშვებისთვის – მონტესორის სათამაშოების ნაკრები

საგანმანათლებლო სათამაშო ყუთი 13–18 თვის ბავშვებისთვის – მონტესორის სათამაშოების ნაკრები

საგანმანათლებლო ყუთი (25–36 თვე) – Montessori Play Box

საგანმანათლებლო ყუთი (25–36 თვე) – Montessori Play Box

საგანმანათლებლო ყუთი (36 თვიდან ზემოთ) – Montessori Play Box

საგანმანათლებლო ყუთი (36 თვიდან ზემოთ) – Montessori Play Box